თსუ-ში საჯარო მმართველობის კურსდამთავრებულებს მაგისტრის დიპლომები გადაეცათ

10172557_10201074626181627_2108128635_o

  საჯარო მმართველობა თსუ-სა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა  უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც 2009 წლიდან ხორციელედება. 3 აპრილს  პროგრამის მეორე გამოშვების მაგისტრებს გადაეცათ დიპლომები. პროგრამის ხელმძღვანელები არიან პროფესორები ირაკლი ბურდული და კარლ-პეტერ ზომერმანი. მათ გარდა ღონისძიებაზე სტუდენტების კურსის დამთავრება მიულოცეს გიორგი ხუბუამ და გუილდო მიუნტელმა.

საჯარო მმართველობის პროგრამა ორენოვანია (სწავლება ინგლისურ და ქართულ ენებზე მიმდინარეობს) და ითვალისწინებს სტაჟირებას ყველა სტუდენტისთვის. ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა ირაკლი ტყებუჩავამ სტაჟირება გერმანიაში ერფურტის მიწის სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო დეპარტამენტში გაიარა. მისი თქმით სტაჟირებით საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო გამოცდილება მიიღო.

პროგრამის ღირებულება სტანდარტულია და წლიურად 2250 ლარს შეადგენს. პროგრამა ინტერდისციპლინარულია და მასზე ჩაბარება ნებისმიერი მიმართულების ბაკალვრის ხარსიხის მქონე მსურველს შეუძლია.თუმცა უპირატესად ამ პროგრამაზე იურიდიული, პოლიტიკის მეცნიერებისა და ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები აბარებენ. სალექციო პროცესს გერმანელი და ქართველი პროფესორები უძღვებიან.

კარლ-პეტერ ზომერმანის თქმით პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალპროფესიული კადრები, რომლებსაც ექნებათ უნარი საჯარო ადმინისტრირების მაღალი თანამდეობები დაიკავონ. პროგრამა ფინანსდება ფოლკსვაგენ ფაუნდეიშენის მიერ.

 

დატოვე კომენტარი