თსუ-ს სტუდქალაქი vol. 2

თსუ-ში 20 000-ზე მეტი სტუდენტი ცხოვრობს. მისი საერთო საცხოვრებელი კი ამჟამად 300-მდე სტუდენტს იტევს.

სტუდენტები დღის განმავლობაში ნაკლებად არიან შინ. თითოეულ ოთახში ორი ან სამი სტუდენტი ცხოვრობს. ოთახებში არ არის ტუალეტი ან აბაზანა და სტუდენტებს ყოველ სართულზე მდებარე საერთო აბაზანა-ტუალეტით სარგებლობა უწევთ. ოთახებში სტუდენტებს მოწყობილი აქვთ იმპროვიზერებული სამზარეულო, რომელიც შედგება ე.წ. პლიტისგან და წინა მაცხოვრებლებისგან დატოვებული ჭურჭლისგან.

გიორგი დვალიძე სტუდქალაქში სამი წელია ცხოვრობს. ამჟამად ის ძმასთან ერთად ცხოვრობს. მისი თქმით სტუდქალაქის მთავარი პრობლემები გაურემონტებული შენობები და სტუდენტური აქტივობებისთვის საჭირო სივრცის არარსებობაა.

სტუდქალაქში მოსახვედრად სტუდენტი უნდა იყოს თსუ-ს სტუდენტი, არ უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი თბილისში. სტუდქალაქი ბაგებში მდებარეობს. 1985 წელს როცა სტუდქალაქის მშენებლობა დასრულდა, ის ხუთი კორპუსისგან შედეგებოდა და 2000-ზე მეტ სტუდენტს იტევდა. დღეს სტუდენტები მხოლოდ ორ ოთხსართულიან კორპუსში ცხოვრობენ. დანარჩენ საცხოვრებელ ადგილებში ძირითადად დევნილები ცხოვრობენ.

თსუ-ს სტუდქალაქი

სტუდქალაქი ბაგებში მდებარეობს. მისი პირველი კორპუსი 1975წელს აშენდა. 1985 წელს როცა მშენებლობა დასრულდა სტუდქალაქი 5 კორპუსისგან შედგებოდა. ამ პერიოდში სტუდქალაქში 2000-ზე მეტი სტუდენტი ცხოვრობდა.

მჟამად სტუქალაქის შემადგენლობაში  მხოლოდ ორი კორპუსია. სტუდქალაქის პირველი კორპუსი.

ამჟამად სტუქალაქის შემადგენლობაში მხოლოდ ორი კორპუსია. სტუდქალაქის პირველი კორპუსი.

სტუქალაქის ორ შენობაში სამასამდე სტუდენტი და უნივერსიტეტის თანამშრომლები (48ოჯახი) ცხოვრობენ.

სტუქალაქის ორ შენობაში სამასამდე სტუდენტი და უნივერსიტეტის თანამშრომლები (48ოჯახი) ცხოვრობენ.

სტუდქალაქის მე-2 და მე-3 კორპუსები. მარცხენა კორპუსში დევნილები ცხოვრობენ.

სტუდქალაქის მე-2 და მე-3 კორპუსები. მარცხენა კორპუსში დევნილები ცხოვრობენ.

ორი16 სართულიანი კორპუსიდან ერთ-ერთი, რომელიც სტუდქალაქის საკუთრებას აღარ წარმოადგენს. შენობაში ძირითადად დევნილები ცხოვრებენ. აქ მცხოვრებ ადამიანებს ბინებზე საკუთრების უფლება დამტკიცებული აქვთ.

ორი16 სართულიანი კორპუსიდან ერთ-ერთი, რომელიც სტუდქალაქის საკუთრებას აღარ წარმოადგენს. შენობაში ძირითადად დევნილები ცხოვრებენ. აქ მცხოვრებ ადამიანებს ბინებზე საკუთრების უფლება დამტკიცებული აქვთ.

გაუქმებული საბაგირო, რომელიც სტუდქალაქს თსუ-ს მეცხრე და მეათე(მაღლივ) კორპუსებთან აკავშირებდა.

გაუქმებული საბაგირო, რომელიც სტუდქალაქს თსუ-ს მეცხრე და მეათე(მაღლივ) კორპუსებთან აკავშირებდა.

თითო ოთახში ორი ან სამი სტუდენტი ცხოვრობს. სტუდქალაში ცხოვრების ქირა სტუდენტებისთვის თვეში 30 ლარია.

თითო ოთახში ორი ან სამი სტუდენტი ცხოვრობს. სტუდქალაქში ცხოვრების ქირა სტუდენტებისთვის თვეში 30 ლარია.

სტუდენტებს საერთო ტუალეტით სარგებლობა უწევთ.

სტუდენტებს საერთო ტუალეტით სარგებლობა უწევთ.

”არ დაემალო სინდისის ხმას... ჩარეცხე უნიტაზი?!”

”არ დაემალო სინდისის ხმას… ჩარეცხე უნიტაზი?!”

2014-05-13 17.49.17

დღის განმავლობაში სტუდქალაქში სიწყნარეა, სტუდენტები საღამოს ბრუნდებიან საცხოვრებელში.

დღის განმავლობაში სტუდქალაქში სიწყნარეა, სტუდენტები საღამოს ბრუნდებიან საცხოვრებელში.

”პლიტა” და სხვა ელექტრო ტექნიკა სტუნდეტების მოტანილია.

”პლიტა” და სხვა ელექტრო ტექნიკა სტუტენდეტების მოტანილია.

კორპუსში Wifi არ არის, ინტერნეტზე ზრუნვა სტუდენტებს დამოუკიდებლად უწევთ.

კორპუსში Wifi არ არის, ინტერნეტზე ზრუნვა სტუდენტებს დამოუკიდებლად უწევთ.

ჭურჭლის ნაწილი ადრე მცხოვრები სტუდენტებისგანაა დატოვებული.

ჭურჭლის ნაწილი ადრე მცხოვრები სტუდენტებისგანაა დატოვებული.

ნანა და მისი ქმარი, რომელიც თსუ-ს თანამშრომელია მეორე წელია სტუდქალაქის შენობაში ცხოვრობენ.

ნანა და მისი ქმარი, რომელიც თსუ-ს თანამშრომელია მეორე წელია სტუდქალაქის შენობაში ცხოვრობენ.

შენობები საკმაოდ დაზიანებულია  და გარემონტებას საჭიროებს.

შენობები საკმაოდ დაზიანებულია და გარემონტებას საჭიროებს.

2014-05-13 17.45.51

თსუ-ში საჯარო მმართველობის კურსდამთავრებულებს მაგისტრის დიპლომები გადაეცათ

10172557_10201074626181627_2108128635_o

  საჯარო მმართველობა თსუ-სა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა  უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც 2009 წლიდან ხორციელედება. 3 აპრილს  პროგრამის მეორე გამოშვების მაგისტრებს გადაეცათ დიპლომები. პროგრამის ხელმძღვანელები არიან პროფესორები ირაკლი ბურდული და კარლ-პეტერ ზომერმანი. მათ გარდა ღონისძიებაზე სტუდენტების კურსის დამთავრება მიულოცეს გიორგი ხუბუამ და გუილდო მიუნტელმა.

საჯარო მმართველობის პროგრამა ორენოვანია (სწავლება ინგლისურ და ქართულ ენებზე მიმდინარეობს) და ითვალისწინებს სტაჟირებას ყველა სტუდენტისთვის. ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა ირაკლი ტყებუჩავამ სტაჟირება გერმანიაში ერფურტის მიწის სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო დეპარტამენტში გაიარა. მისი თქმით სტაჟირებით საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო გამოცდილება მიიღო.

პროგრამის ღირებულება სტანდარტულია და წლიურად 2250 ლარს შეადგენს. პროგრამა ინტერდისციპლინარულია და მასზე ჩაბარება ნებისმიერი მიმართულების ბაკალვრის ხარსიხის მქონე მსურველს შეუძლია.თუმცა უპირატესად ამ პროგრამაზე იურიდიული, პოლიტიკის მეცნიერებისა და ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები აბარებენ. სალექციო პროცესს გერმანელი და ქართველი პროფესორები უძღვებიან.

კარლ-პეტერ ზომერმანის თქმით პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალპროფესიული კადრები, რომლებსაც ექნებათ უნარი საჯარო ადმინისტრირების მაღალი თანამდეობები დაიკავონ. პროგრამა ფინანსდება ფოლკსვაგენ ფაუნდეიშენის მიერ.