Tag Archives: თსუ

თსუ-ს სტუდქალაქი vol. 2

თსუ-ში 20 000-ზე მეტი სტუდენტი ცხოვრობს. მისი საერთო საცხოვრებელი კი ამჟამად 300-მდე სტუდენტს იტევს.

სტუდენტები დღის განმავლობაში ნაკლებად არიან შინ. თითოეულ ოთახში ორი ან სამი სტუდენტი ცხოვრობს. ოთახებში არ არის ტუალეტი ან აბაზანა და სტუდენტებს ყოველ სართულზე მდებარე საერთო აბაზანა-ტუალეტით სარგებლობა უწევთ. ოთახებში სტუდენტებს მოწყობილი აქვთ იმპროვიზერებული სამზარეულო, რომელიც შედგება ე.წ. პლიტისგან და წინა მაცხოვრებლებისგან დატოვებული ჭურჭლისგან.

გიორგი დვალიძე სტუდქალაქში სამი წელია ცხოვრობს. ამჟამად ის ძმასთან ერთად ცხოვრობს. მისი თქმით სტუდქალაქის მთავარი პრობლემები გაურემონტებული შენობები და სტუდენტური აქტივობებისთვის საჭირო სივრცის არარსებობაა.

სტუდქალაქში მოსახვედრად სტუდენტი უნდა იყოს თსუ-ს სტუდენტი, არ უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი თბილისში. სტუდქალაქი ბაგებში მდებარეობს. 1985 წელს როცა სტუდქალაქის მშენებლობა დასრულდა, ის ხუთი კორპუსისგან შედეგებოდა და 2000-ზე მეტ სტუდენტს იტევდა. დღეს სტუდენტები მხოლოდ ორ ოთხსართულიან კორპუსში ცხოვრობენ. დანარჩენ საცხოვრებელ ადგილებში ძირითადად დევნილები ცხოვრობენ.